* - <
[ {
Ֆ
ჯ< ჯა ჯგ ჯდ ჯე ჯვ ჯი ჯლ ჯმ ჯო ჯრ ჯუ ჯღ
ჯაბ ჯაგ ჯად ჯავ ჯაზ ჯალ ჯამ ჯან ჯარ ჯაღ ჯაშ ჯაჭ ჯაჯ ჯაჴ

ჯავშანი

L. ჯაქო B.
Turk. გეიმ ZAaB.
Arm. ზრიეჰ Z, ზრჰენ AaB.
(+ ჯავშანი B) არს აბჯარი რკინის(ა), ტანსსაცვამი ჯაჭვი (~ ჯაჭვი ტანსსაცვამი B). ხოლო ამა ჯავშანთა გვარ(ნ)ი არიან ხუთ: სამანქანი, ზეიდალი, ხოსროანი, ქირაფქა და ჯაბალა. სამანქანი არს ჯაჭვის–თვალი მგრგვალი, სამ–ფარეშოსანი, შიგნით ნიკარტოვანი, რბილი (+ და ZA) გარდაგრეხით ძნიად გასატეხელი; ზეიდალი არს მსგავსი სამანქ(ა)ნისა (+ და ZA) თ(ვ)ითო რიგი ჯაჭვის–თვალი მთელი, უფარეშო (+ და B) თითო (+ თვალი ZA) ფარეშოსანი; ხოსრო(ვ)ანი არს მსგავსი ზეიდლისა და ქვედა პირი ღარღაროვანი; ქირაფქა არს მობრტყე ჯაჭვის–თვალი ფარეშოვანი, რბილ–ბასრი და უფრორე ბასრი, გარდაგრეხით ადვილად გასატეხელი; ჯაბალა არს მსგავსი ქირაფქისა, ჯაჭვისთვალ–მ(გ)რგვალი, რომლისამე ფარეში მგრგვალი (+ და ZA) რომლისამე ეკლებრივი. ესე ხუთ(ნ)ი აბჯარნიცა სხვადასხვა გვარნი იქმნებიან, რომელიმე თვალ–გრძელ(ი), რომელიმე თვალ–ფართო, რომლისამე (რომელიმე B) ფარეში(თ) სხვადასხვაობა და ჯვარედი, არამედ ამავე ხუთთაგან(ნ)ი არიან. არამედ ჯავშანთა სისრულე და სიკეთე ესე არს, რომლისაგანც(ა) იყოს: გრძელი და ფართო იყოს, (+ და ZA) ჯაჭვის–თვალი რაზმად დაწყობილი იყოს ფარეშ–შვენიერი და ძნელად გასაჴსნელი, ნოტიობაში გვიან დაგესლდეს, ყრილი არა ჰქონდეს, კალთიდამ შედევნებით უსხო (+ და უსხოსი ZA) იყოს, მკერდთა (+ და A) ბეჭთა და ღლიათა უზრქელესი და მიყრილი (+ იყოს ZA). ქირაფქის თვალი ჴრმალსავით იზევდეს და სამანქნისა მრავალ–საგრეხი იყოს, რომელსაც ნიკარტი ჰქონდეს გვარიან(ი) და რომელსაც ღარი – მოჴდომილად. ერთისა და ორის კლებისათვის ნუ აძაგებ(თ), სრული ძნელია. ხოლო თორნი არს მთელი რკინა (რკინის B) პოლიტიკი, ტან(ს) ჩასაცმელი ZAB).

ტანსაცმელი (ტანსაცვამი Cq) ჯაჭვი C. ტანსაცვამი ჯაჭვი D.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9