ჭურჭელთან ნახე ZAB.
ჯამნი არიან ჭურჭელნი წნო(ვ)ანთა შეჭამადთანი: ბადია, ლოდა, ლოდაკი, უსკურა, პინაგი და ფილჯამი. (+ ხოლო Cq) ბადია არს ჯამი ყოველთა უდიდეს(ი) (+ ფრიად Ca), ვინათგან ნადიმთა შინა მით მოიღებენ წნოვანსა მენადიმეთათვის მისაღებელად და მუნით გან(ჰ)ყოფენ; ლოდა არს უმცირეს მისსა და უდიდეს სხვათა ჯამთა(სა); ლოდაკი არს ჯამი ერთისა კაცისა ჯერისად მისართმეველი; უსკურა არს სამი–ოთხი, გინა მეტი ჯამნი ქმნილნი (ჰქმნან Cq) ერთსა თეფშსა (თებშთა Cq) ზედა ღეროიანად ნაქმ(ა)რად სხვადასხვა საჭმელებთათვის; პინაგი არს ჯამი ლოდაკისა უდიდესი ორთა კაცისა (კაცთა Cq) მისართმად; ხოლო ფილჯამი – უმცირეს ყოველთასა მჟავეთათვის და მაწონთა (+ და მისთანათათვის Cab) მისართმეველად (მისართმელად Cq) C. ჯამნი არიან ჭურჭელნი წვნოვანთა საჭამადთა: ბადია და ლოდა, ლოდაკი, უსკურა, პინაგი და ფილჯამი D.