* - <
[ {
Ֆ
ჯ< ჯა ჯგ ჯდ ჯე ჯვ ჯი ჯლ ჯმ ჯო ჯრ ჯუ ჯღ
ჯობ ჯოგ ჯოლ ჯომ ჯონ ჯორ ჯოშ ჯოხ ჯოჯ

ჯოხი

Turk. აღაჯ ZAaBCD.
Arm. ჰამაკ ZAaBCbqD, ჰმაკ Ca.
ესრეთ განიყოფებიან: ფაენი არს ჯოხი სამეფო, რომელ არს სკიპტრა; ყავარჯენი არს ჯოხი თავ–ჯვარედი, გინა მოკავებული, ეპისკოპოზთ (ეპისკოპოსთ A) საპყრობი; კვერთხი (+ არს ZAb) ჯოხი გრძელი, უთაო, საგვემელი შემცოდეთათვის; არგანი არს კვერთხის უსხოსი, საბრჯენელად და დასაყრდნობელად კაცთა უძლურთათვის; კობალი არს ჯოხი თავმსხვილი, მოდრეკილი, მანდატურთა და ბაზიერთა საპყრობელი; ტორი არს ჯოხი დიდი და გრძელი, მწყემსთ საჭირავი; ტოკვეცი არს ჯოხი მოკლე და სხვილი გაცემებაში საარშიოდ საჴმარი; წკეპლი არს წვრილი და მედრეკი; ჭოლოკი არს ჯოხი მოკლე, ხეზედ სასროლი; ტაფელა არს რიკთ სამღერელი და მისთანათანი ZA.

ჯოხნიცა ესრეთ განიყოფებიან: ფაენი არს ჯოხი სამეფო, რომელსა ბერძენნი სკიპტრას უწოდენ; ყავარჯენი არს ჯოხი თავ–ჯვარედი, გინა მოკავებული, ეპისკოპოსთ საპყრობი; კვერთხი არს ჯოხი გრძელი, უთაო, საგვემელი შემცოდეთათვის; არგანი არს კვერთხის უსხოსი საბრჯენელად და დასაყრდნელად კაცთა უძლურთა; კობალი არს თავ–სხვილი, მოდრეკილი, მანდატურთა და ბაზიერთა საპყრობი; ტორი არს ჯოხი მეტად დიდი და გრძელი, მწყემსთ საჭირავი; ტოკვეცი არს ჯოხი მოკლე და მოსხო, გაცემებაში საარშიოდ საჴმარი; წკეპლი არს წვრილი და მედრეკი; ჭოლოკი არს ჯოხი მომცრო, ხეზედ სასროლი; ტაფელა არს რიკთ სამღერელი და მისთანათა B. ჯოხიცა განიყოფების: სკიპტრად, კვერთხად, არგ(ა)ნად, ყავარჯნად, კობლად, ტორად, ტოკვეცად, წკეპლად, ფაენად და ჭოლოკად. სკიპტრა არს ჯოხი მოოჭ(ვ)ილი თვალ–მარგალიტითა, ხვიროსანი, მეფეთა ჴელთ საჭერი (საჭირავი CqD); კვერთხი არს ჯოხი გრძელი, უთაო და საგვემელი (+ შემცოდეთათვის C); არგანი არს (+ ჯოხი C) კვერთხისა უდიდესი, საბრჯენელი და მისაყრდნობელი კაცთა უძლურთანი; ყავარჯენი არს ჯოხი თავ–ჯვარედინი; კობალი არს ჯოხი მანდატურთა და ბაზიერთა ჴელთ საჭირავი (საჭერი CqD), თავ–სხვილი და დადრეკილი; ტორი არს ჯოხი მეტად დიდი (+ და Cab) გრძელი (სხვილი D; + მწყემსთ საჭირავი C); ტოკვეცი არს ჯოხი მოკლე, სხვილი (+ და CqD) საარშიოდ საჴმარი გაცემებასა (გაცემებათა CqD) შინა; წკეპლი არს ჯოხი წვლილი (წვრილი Caq) და მედრეკი; ფაენი არს ჯოხი მომცრო, რიკთა სამღერელი; ჭოლოკი არს ჯოხი მოკლე სასრეველი მიღმართ ანუ შეღმართ ნიგოზთათვის ჩამოსაყარად CD.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9