* - <
[ {
Ֆ
ჯ< ჯა ჯგ ჯდ ჯე ჯვ ჯი ჯლ ჯმ ჯო ჯრ ჯუ ჯღ
ჯობ ჯოგ ჯოლ ჯომ ჯონ ჯორ ჯოშ ჯოხ ჯოჯ

ჯოჯოხეთი

  1. L. ლინუერნო B.
    Turk. ჯაჰნამ AaBCqD, ჯაჰანამ Cab.
    Arm. დჟოხკ AaBCqD, დჟოხტ Cb, დჟუოხტ Ca.
    (14, 9 ესაია) ქვეყანათა შორის (ქვეყნისა ქვეშე B) ოთხნი სფერონი არიან: გარეგანი სფერო – მამამთავართ დილეგი; მას შიგნითი სფერო – უნათლავთ ჩჩვილთ საპყრობილე; მას შიგნითი სფერო – სალხინებელი ჯოჯოხეთი; და შიგნით მეოთხე – საუკუნო ჯოჯოხეთი, გამოუჴსნელი ZAB.

    ქვეყანისა (ქვეყანასა Cq) ქვეშ ოთხნი სფერონი არიან: გარეგანი მამა(თ)–მთავართ(ა) დილეგი, არს სიმგრგვლე მისი (ას)ოცდაერთჯერ ასიათას ხუთასი ეჯი, სიგრძე მისი ოთხმოცდაათჯერ ასიათასი ეჯი, სივრცე მისი ათჯერ ასიათას ოცდაორი ეჯი. სიღრმე მისი ხუთჯერ ასიათას ათრვამეტი ეჯი; მას შიგნით(ი) მეორე სფერო არს უნათლავთ(ა) ჩჩვილთა სამყოფი, ხოლო არს სიმგრგვლე მისი ოცდასამი ათას ექვსას ოცდახუთი ეჯი, სიგრძე და განი მისი შვიდასიათას ხუთას თექვსმეტი და ნახევარი ეჯი, სიღრმე მისი (~ მისი სიღრმე Cq) ათას ორას ოცდაორი ეჯი და ერთის ეჯის მესამედი ნაწილი; მესამე სფერო – სალხინებელი, არს სიმგრგვლე მისი თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი ეჯი, სიგრძე და განი მისი ხუთასი (ხუთი Cb) ათას ათერთმეტი ეჯი, სიღრმე მისი (~ მისი სიღრმე Cq) ხუთასი (ხუთი Cb) ათას ათერთმეტი ეჯი. შიგნით(ი) ჯოჯოხეთის სიმგრგვლე შვიდი ათას რვაა(ა)ს სამოცდაათხუთმეტი ეჯი, სიგრძე და სივრცე (+ მისი Cab) ორიათას ხუთას ხუთი და ნახევარი ეჯი, სიღრმე მისი (~ მისი სიღრმე Cq) სამი(სამასი Cq) ათას შვიდას ორმე(ო)ცდა(ა)თხუთმეტი ეჯი და ეჯის მეოთხედი ნაწილი C. ქვეყანასა ქვეშე ოთხი სფერონი არიან: გარეგანი მამამთავართ დილეგი არს, სიმგრგვლე მისი ოცდაერთჯერ ასიათას ხუთასი ეჯი, სიგრძე მისი ოთხმოცდაათჯერ ასიათასი ეჯი. სივრცე მისი ათჯერ ასიათასი და ოცდაორი ეჯი, შუაგულიდამ გარე კიდურამდე სისქე მისი ხუთჯერ ასიათას და თერთმეტი ეჯი. მას შიგნითი მეორე სფერო არს, უნათლავთ ჩჩვილთა სამყოფი, ხოლო არს სიმგრგვლე მისი ოცდასამიათას ექვსას ოცდახუთი ეჯი, სიგრძე და განი მისი შვიდი ათას ხუთას თექვსმეტი და ნახევარი ეჯი, აქიდამ იქიმდე სიღრმე ათას ორას ოცდაორი ეჯი და ერთის ეჯის მესამედი ნაწილი. მესამე სფეროჲ ჯოჯოხეთის სიმგრგვლე არს თხუთმეტი ათას შვიდასორმოცდაათი ეჯი, სიგრძე და განი მისი ხუთჯერ ასიათას თერთმეტი ეჯი, აქადამ იქიმდე, ხუთჯერ ასიათას თერთმეტი ეჯი. შინა ტარტაროზის სიმგრგვლე შვიდი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი ეჯი. სიგრძე და სივრცე ორი ათას ხუთას ხუთი და ნახევარი ეჯი, აქადამ იქიმდე სიღრმე სამასი ათას შვიდას ორმოცდა თხუთმეტი ეჯი და ეჯის მეოთხედი ნაწილი D.

  2. Turk. ასვალას აჳლინ ZAa.
    (17, 4 იერემ.) საუკუნო გამოუსლველი ZAa.

    გამოუჴსნელი B.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9