* - <
[ {
Ֆ
გა გბ გგ გდ გე გვ გზ გთ გი გკ გლ გმ გნ გო გპ გრ გს გუ გფ გქ გღ გყ გშ გჩ გც გძ გწ გჭ გხ გჯ გჳ გჴ
გა გაა გაბ გაგ გად გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაო გაპ გაჟ გარ გას გატ გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაჩ გაც გაძ გაწ გაჭ გახ გაჯ გაჴ

გაჴეჩა

ხესა ანუ ძვალსა სიგრძის თავს მახვილი დაჰკრა და ბოლომდე გააპო, გინა კაპიანი ხე ჴელით განაპო, ანუ ხილი. რამეთუ განკვეთილებანი განიყოფებიან ათერთმეტად: გაჭრად, განკვეთად, გაჴეჩად, გაპობად, განხეთქად, გა(ნ)ხევად, გაფრეწად, გაგლეჯად, დაჴლეჩად და განბძარვად, გაწყვედად (გაწყვეტად Z) და განტეხად. თავთავეთს ადგილს სწერია ZA.

ესე არს ხესა ანუ ძვალსა სიგრძის თავს მახვილი დაჰკრა და ბოლომდე განიპოს, გინა კაპედი ჴელით განაპო B. (+ განჴეჩა C). გა(ნ)ჴეჩა განკვეთილებისაგანი არს, რამეთუ განკვეთილად ითქმის ერთი რაჲმე მახვილისა მიერ განიკვეთოს და განიკერძოოს. ხოლო განკვეთილებანი განიყოფ(ებ)იან (ათად CqD) ათერთმეტადა განჭრად, გა(ნ)ჴეჩად, განპობად, განხეთქად, განხევად, გა(ნ)ფრეწად, განგლეჯად (+ დაჴლეჩად Cab), განბძარვად, გა(ნ)წყვედად (+ და C) განტეხად, გა(ნ)ჭრა არს (+ ქვემდებარე D) რაჲცა მახვილითა განჰკვეთო; გ ა (ნ)ჴ ე ჩ ა არს ხეთა ანუ ძვალთა სიგრძოთა თავსა (თავთა D) მახვილითა რა სცე, მახვილის(ა) ცემისა ძალმან ბოლომდე განაპნეს, ანუ ხილი, (ანუ Cq) გინა კაპიანი ხე ჴელითა განაპო(ს) (+ და ეგევითარნი C გა(ნ)ჴეჩად ითქმიან (ითქმის CqD); გ ა ნ პ ე ბ ა არს აერი (აირი CqD) ფრინველთა მიერ ოდეს ფრინვიდენ, განაპებენ (ჰ)აერთა (აირთა CqD), და წყალთა(ცა) განაპებენ ნავნი და კაცნი და ცხენნი შესლვითა. ეგრეთვე ხენი და ლოდნი დაცემითა განაპებენ; კვალად გ ა ნ პ ე ბ ა დ ითქმის სამოსელთა დაბძარვაცა; გ ა ნ ხ ე თ ქ ა არს მიწათა, (+ განპება, ანუ D) კლდეთა და ქვათა განპება, კვალად წერილთა შემუსრვა(ცა) და ეგევითარ(ნ)ი (განხეთქად ვიტყვით D); გ ა ნ ხ ე ვ ა არს ტყავთა განკვეთა, გინა (+ ხის D) ქერქისა და ფუტისა, ანუ თხელისა რასამე (+ და ეგევითარნი C); გ ა ნ გ ლ ე ჯ ა არს სფირიდისა (სფირიდთა CqD) და ჭილობთა, გინა (ანუ CqD) ბალანთა და მატყლთა, ჭურჭელთა და ეგევითართა უმახვილოდ ჴელით(ა) განპება (+ ანუ სიძველით დახეთქა CqD: (+ დ ა ჴ ლ ე ჩ ა არს ჴორცთა, თევზთა და ეგევითართა ჴელით განგლეჯა Cab); გ ა ნ ფ რ ე წ ა არს ჯაჭვთა და ეგევითართა მტკიცეთა გა(ნ)ხევა (განპება D); გ ა ნ ბ ძ ა რ ვ ა არს მცირედრე განხეთქილება; გ ა (ნ) წ ყ ვ ე ტ ა (განწყვედა D) არს საბელთა, ძაფთა (+ და D) ღაზლათა და ეგევითართა უმახვილოდ ჴელით განკვეთა; გ ა (ნ) ტ ე ხ ა არს ხეთა, ძვალთა, რკინათა, (+ და Cq) ქვათა და ეგევითართა უმახვილოდ (+ ჴელით D) გა(ნ)კვეთა (+ რომელ არს შემუსრვა C) CD. განუმარტავია E.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9