* - <
[ {
Ֆ
გა გბ გგ გდ გე გვ გზ გთ გი გკ გლ გმ გნ გო გპ გრ გს გუ გფ გქ გღ გყ გშ გჩ გც გძ გწ გჭ გხ გჯ გჳ გჴ
გრა გრგ გრდ გრე გრი გრკ გრო გრუ გრძ გრწ გრჭ გრჯ

გრივი

Arm. გრივ ZAaBCD, გრიუვ E.
(27, 16 გამოსლ.) ეზეკიას თარგმანში ეწერა: ოცდაორი ქსესტი ერთი გრივიაო. ხონოღროფში ეწერა: ოცდაათი მოდი ერთი გრივიაო. საწყეო თემითი–თემად უდიდესიც არის და უმცირეცა, მაგრამ ოცდაორი ქსესტი უფრო(რე) სწორეს(ა) ჰგავს ZAa.

ეზეკიას თარგმანში ეწერა: ათი ღომორი ერთი გრივიაო. სხვაში ეწერა: ოცდაორი ქსესტი ერთი გრივიაო. სონოღროფში ეწერა: ოცდაათი მოდი ერთი გრივიაო. საწყეო თემითი–თემად უდიდესიც არის და უმცირეცა, მაგრამ ოცდაორი ქსესტი უფრორე სწორეს ჰგავს AbB. ამ საწყავების საზომი მრავალგვარად ვეძიე. მრავალგან სხვადასხვა რიგად ეწერა. ეზეკიელის თარგმანში ეწერა: ორი ასსარონი ერთი კოტვილია და ათი კოტვილი ერთი ღომორია, და ათი ღომორი ერთი გრივიაო. სხვაგან ეწერა: ოცდაორი ქსესტი ერთი გრივიაო. ხონოღროფში ეწერა: ოცდაათი მოდი ერთი გრივიაო. საწყეო ზოგან2 დიდია და ზოგან მცირე, ნუ იუმეცნებ Cab. გრივის საწყავის საზომი მრავალ რიგად ვეძიე. ხონოღროფში ეწერა: ერთი გრივი(ო) ოცდა(ა)თს მოდს იტვირთავსო. (+ ეს Cq) მწერალს გაურყვნია. მესხნი ათს საწყავს ერთს გრივს უჴმობენ (ეზახიან D), მაგრამ გამოწვლილვით წყუვა ეს არის: პირველის(ა) ჟამის ლიტრითა ორი ლიტრა (+ და ნახევარი Cq) ერთი ქსესტი არს (ქსესტია D); ოცდაორი ქსესტი ერთი გრივია; ოცდათხუთმეტი ლიტრა ერთი მიტროა; სამი გრივი ერთი მოდი არს (მოდია D); ათი მოდი ერთი კოროს არის. ეს რიცხვი მრავლის ჭირით(ა) გამოვიძიე CqD. ამა საწყავთა საზომსა ვერცად შევხვდი, რომე ყოველივე საწონსაებრ აღმეწერა. ხონოღროფში ეწერა: ერთი გრივი ოცდა(ა)თს მოდს იტვირთავსო. სომხურსა შინც გრივად სწერია, მათის წიგნიდამ ესრე ვპოე, ერთი გრივი ოცდაორი ქესტიაო და ერთი ქესტი ორი პირველ–ჟმური ლიტრააო. ხოლო სხვას წიგნში ეწერა: ათ კოროს, რომელ არს სამასი გრივიო, ერთს კოროსში შთაიტევის ათი მოდი ათინურიო. ხოლო სამცხესა და გურიას ათსა ერთს გრივს უჴმობენ. გამაშტერა E.

2 აქ Ca–ში ფურცელია ამოხეული.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9