ესე არს, რაჲც რა ნივთი ადგილსა რასამე ზედა დასდვა, გინა სამოსელი განიძარცოს და ქვე დააგდოს (13, 4 იოანე). დ ა დ ე ბ ა არს, რა სული გაწიროს მოყვ(ა)სისათვის და თავი მისცეს სიკვდილად, ვითარცა ჩვენთვის ქმნა იესომ (15, 13 იოანე): დ ა დ ე ბ ა არს საფუძვლის დასხმა, საზღვრისა და ძეგლის განგება ZA.
ესე არს, რაიც რამე ნივთი ადგილთა რასამე ზედა დასდვა, გინა სამოსელი განიძარცო და ქვე დააგდო; დ ა დ ე ბ ა არს რა სული გაწიროს მოყვსისათვის და თავი მისცეს სიკვდილად. ვითარცა ჩვენთვის ქრისტემან ქმნა; დ ა დ ე ბ ა არს საფუძვლის დასხმა, საზღვრისა და ძეგლის განგება B. დ ა დ ე ბ ა არს, რაიცა რამ ნივთი ადგილსა რასამე ზედა დადვას; დ ა დ ე ბ ა არს რა სამოსელი განიძარცოს და ქვე დააგდოს; დ ა დ ე ბ ა დ ითქმის რა სული განწიროს მოყვსისათვის და თავი მისცეს სიკვდილად; დ ა დ ე ბ ა დ ითქმის რა ჴელი დაასხას თვისად საპყრობად აგარაკსა, გინა კაცსა, გინა კურთხევისათვის დასდვას თავსა ზედა ჴელი, ანუ მჴართა და მკერდთა და ეგევითარი; დ ა დ ე ბ ა არს საფუძვლის დასხმა Cab. განუმარტავია CqDE.