ესე დარაჯა განიყოფებიან ხუთად: გუშაგად, ებგურად, ტალად, ჴუმილად და დეტად. გ უ შ ა გ ი არს დარაჯა ციხეთა; ხოლო ე ბ გ უ რ ი მაღლის ადგილით მოდარაჯე; ტ ა ლ ა არს მოგზაურთა ღამით მოდარაჯე; ჴ უ მ ი ლ ი არს მეპატრონისა კართა ღამეთა რა ათევდეს, ანუ ხვასტაგთა უდარაჯებდეს; ხოლო დ ე ტ ი არს, რომელი შორით უმზირდეს დღისით და დარაჯობდეს. ვიეთთა გარჩევით არ აღუწერიათ B. ესე დარაჯა განიყოფებიან (განიყოფების D) ხუთად: გუშაგად, ებგურად, ტალად, ჴუმილად და დეტად. გ უ შ ა გ არს დარაჯა ციხისა, ხოლო ე ბ გ უ რ ი კოშკით. გინა ხიდაღმა ანუ მაღლით იდარაჯებდეს; ტ ა ლ ა არს, რომელი მოგზაურსა (მოგზაურთა Cb) ღამე უდარაჯებდეს; ჴ უ მ ი ლ ი არს რომელი ხვასტაგთა უდარაჯებდეს, ანუ მეპატრონისა კართა ჴმილვიდეს; ხოლო დ ე ტ ი (ტედი Ca) ითქმის, რომელი შორით ხედვიდეს და დარაჯობდეს. ვიეთთა გარჩევით არ(ა) აღუწერიათ, გაწყობისათვის სადა ნდომიათ, აღუწერიათ CD. ესე დარაჯა განიყოფების ხუთად: გ უ შ ა გ ი არს დარაჯა ციხისა; ხოლო ე ბ გ უ რ ი კოშკით გინა ხით და მაღლით იდარაჯებდეს; ხოლო ტ ა ლ ა არს რომელი მოგზაურსა ღამე უდარაჯებდეს; ხოლო ჴ უ მ ი ლ ნ ი, რომელ ხვასტაგსა უდარაჯებდეს ანუ მეპატრონისა კარსა ჴმილვიდეს; არამედ დ ე ტ ი ც ა ითქმის, რომელი შორით ხედვიდეს. ხოლო ვიეთთა გარჩევით არა აღუწერიათ, გაწყობისათვის ერთი მეორისა ადგილს უჴსენებიათ E.
თურქთა ენითა ხ ა რ ი ს ხ თ ა ეწოდება B. ესე სამკურნალოსა საზომისა ზომად ითქმის: ორითა დარაჯითა გრილი არს ანუ სამითა მჴურვალეო (მხურვალიო D). ერთს წიგნში ვნახე (+ ეწერა D) სამი მჴარი არის ერთი დარაჯაო, (+ ამ დარაჯას ქართულად ხ ა რ ი ს ხ ი ჰქვიან Cb) CD. სამკურნალოს საზომის ზომად ითქმის: ორითა დარაჯითა გრილი არს, ანუ ოთხითა მჴურვალიო. სამი მჴარი E.
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |