C T

პა პე პი პო პრ პუ
პედ პენ პერ

პერიფერიული არტერიული დაავადება

abbr. (პად)
ზედა და ქვედა კიდურების, ტერფის მსხვილი სისხლძარღვების დაავადებები. დიაბეტის ხანგრძლივი ანამნეზის მქონე პირს შეიძლება განუვითარდეს ეს პათოლოგია, რადგან კიდურები ვეღარ იღებს სისხლის საკმარის რაოდენობას. პად-ის ნიშნებია ტკივილი ხელებში, ფეხებში, ტერფებში (განსაკუთრებით სიარულის დროს), ჭრილობები/ნახეთქები ტერფებზე, რომლებიც ნელა ხორცდება. მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტის დროს პად-ს თავიდან აცილება ყოველთვის არ შეიძლება, დაავადების კარგი კონტროლი, ტერფების სწორი მოვლა, თამბაქოზე უარის თქმა, არტერიული წნევის კონტროლი – მნიშვნელოვნად ზრდის პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების პრევენციის შანსს.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9