მუცლის სეროზული გარსის – პერიტონეუმის ანთება. შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. გავრცელების მიხედვით კი – ადგილობრივი ან გავრცელებული. მწვავე პერიტონიტი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, დამახასიათებელია მუცლის შებერვა, ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი, პულსისა და სუნთქვის გახშირება და სხვ.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.