C T

პა პე პი პო პრ პუ
პოდ პოლ პოს

პოლიუჯერი ცხიმები (PUFA)

ჩვეულებრივ, თხევადია ოთახის ტემპერატურაზე. ისინი, ძირითადად, გვხვდება ცხიმიან თევზში, მცენარეულ ზეთებში, თესლში და თხილში. PUFA -ას მიეკუთვნება ომეგა-3, ომეგა-6 და კომპლექსური ვიტამინი F. ომეგა-3 და ომეგა-6 ამცირებს ქოლესტერინის დონეს და გვიცავს ათეროსკლეროზისაგან; აგრეთვე, მონაწილეობს ჰორმონის მსგავსი ნივთიერებების სინთეზში, რომლებიც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას და ანთების შემცირებას. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე, იცავს უჯრედებს ნაადრევი დაბერებისგან, ეხმარება გენეტიკური ინფორმაციის შენარჩუნებაში; არეგულირებს ცხიმის მეტაბოლიზმს და ნაწლავში მყოფი სასარგებლო ბაქტერიების აქტივობას.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9