C T

პა პე პი პო პრ პუ
პრა პრე პრო

პრედიაბეტი

დიაბეტის კლინიკურად ასიმპტომური სტადია, როდესაც ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებშია. დიაბეტის მანიფესტაციამდე შეიძლება კიდევ დიდი დრო გავიდეს. პრედიაბეტური მდგომარეობის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც მსუქანი პირებისთვის არის დამახასიათებელი, ჰიპერინსულინიზმია, რომლის დროსაც საკვების მიღებასთან ერთად შეიძლება აღინიშნოს ინსულინის ძალიან მაღალი ციფრები სისხლის შრატში, შაქრის ციფრები კი საგრძნობლად დაქვეითდეს. ამგვარად, პრედიაბეტური მდგომარეობის ერთადერთი სიმპტომი შეიძლება იყოს ჰიპოგლიკემიის პერიოდული ეპიზოდები.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9