C T

პა პე პი პო პრ პუ
პულ

პულსი

სისხლძარღვის კედლის პერიოდული რიტმული გაფართოება, რომელიც ჩანს თვალით და მკაფიოდ შეიგრძნობა, თუ ძვლის ზედაპირზე მდებარე არტერიას მსუბუქად დავაჭერთ თითს (არტერიული პულსი). პულსს იწვევს გულის მარცხენა პარკუჭის სისტოლისას სისხლის ტალღის გადასვლა არტერიებში და სისხლის ზეწოლა არტერიის კედლებზე. პულსი გულის შეკუმშვათა სინქრონულია. ჩვეულებრივ, პულსს სინჯავენ მაჯის არტერიაზე, საფეთქლის ზედაპირულ არტერიაზე და ტერფის დორსალურ არტერიაზე. მოზრდილი ადამიანის პულსი 60-80 დარტყმაა წუთში. პულსის დარტყმათა შორის ინტერვალი დარღვეულია არითმიის დროს. ვენური პულსი განისაზღვრება კისერზე საუღლე ვენების პულსაციაზე დაკვირვებით. პულსის გამოკვლევას დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9