ადამიანის ინსულინის წარმოების პერსპექტიული, ჰეტეროლოგიური მაღალი ტექნოლოგია, რომელშიც გამოყენებულია ბაქტერიების და ვირუსებისგან მიღებული რეპლიკაციური ტექნიკა და ვირუსების ფრაგმენტები. ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა, რომელიც ინსულინს შეესაბამება, რეკომბინირებულია პლაზმიდის ან ვირუსის დნმ-ის მოლეკულასთან და წარედგინება მასპინძელ უჯრედს, ანუ ბაქტერიას Escherichia Coli-ს. მასპინძელი უჯრედი „დაპროგრამებულია“, რომ უწყვეტად აწარმოოს რეკომბინანტული დნმ. პროცედურის შედეგად წარმოიქმნება ის ცილა, რომელიც კოდირებულია დნმ-ით. ექსტრაქციის (მოცილების) სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხდება ჰეტეროგენული ადამიანის ინსულინის გამოყოფა მასპინძელი უჯრედიდან, შემდგომში ის იწმინდება და ხდება ხელმისაწვდომი დიაბეტის სამკურნალოდ.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.