(„თაფლობის თვის“ ფაზა)
სტადია, რომელიც ვითარდება ტიპი 1 დიაბეტის გამოვლენისა და პირველი წარმატებული მკურნალობის შემდეგ. ამ დროს ხდება მეტაბოლური დარღვევების სწრაფი გამოსწორება. ამ ფაზაში ინსულინის მიმართ მოთხოვნილება, ჩვეულებრივ, ძალიან დაბალია (0.5 ერთ/კგ-ზე მცირე), ზოგჯერ კი იძლევა ეგზოგენური ინსულინის დროებით მოხსნის საშუალებას. რემისიის ფაზა რამდენიმე კვირიდან 2 წლამდე შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ის აუცილებლად სრულდება.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.