რეტინოპათია, რომელიც უპირატესად მანიფესტირდება დიაბეტის განვითარებიდან 10-15 წლის შემდეგ; გამოწვეულია მიკროანგიოპათიით, უპირატესად, პრეკაპილარული არტერიოლების, კაპილარებისა და ვენულების დაზიანებით; ვითარდება დიაბეტის შემთხვევათა 70%-ში; ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოადგენს სიბრმავის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს 20-დან 65 წლამდე ასაკის პირებში; მწეველობა და არტერიული ჰიპერტენზია აუარესებს მის მიმდინარეობას.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.