ტარდება იმისთვის, რომ გამოვლინდეს ან გამოირიცხოს პოტენციური დაავადება ადამიანებში, რომელთაც ამ კონკრეტული პათოლოგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჯერ არა აქვთ. სკრინინგული ტესტით ექიმს საშუალება ეძლევა დაავადების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად შეამციროს ან პათოლოგია იმდენად ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს, რომ დროულად, ეფექტურად უმკურნალოს პაციენტს. ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის, ოჯახური ანამნეზისა და ასაკის შესაბამისად დანერგილია სხვადასხვა სახის სკრინინგი.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.