ზრდის ჰორმონი; წარმოიქმნება ჰიპოფიზის წინა წილში და ასტიმულირებს დნმ-ისა და ცილების სინთეზს; აინჰიბირებს ცხიმის სინთეზს. ჰიპოფიზიდან სომატოტროპინის სეკრეცია რეგულირდება სომატოლიბერინითა და სომატოსტატინით. დამატებით, მისი სეკრეცია, აგრეთვე, ძლიერდება ფიზიკური დატვირთვითა და ჰიპოგლიკემიით. სეკრეცია ძლიერდება ძილის დროსაც, შეინიშნება ეპიზოდური, შედარებით დიდი რაოდენობით სომატოტროპინის გამოყოფა, თუმცა გამშვები ფაქტორი უცნობია. ზრდის ჰორმონის ბევრი მოქმედება ჯერ კიდევ უცნობია. ბავშვობის ასაკში ჰორმონის დეფიციტი იწვევს ჯუჯობას, ხოლო სიჭარბე - გიგანტიზმს. მოზრდილ ასაკში ზრდის ჰორმონის პათოლოგიურად ჭარბი რაოდენობა იწვევს აკრომეგალიას.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.