C T

სა სე სი სკ სო სპ სტ სუ სც
სომ სორ

სორბიტოლი

ნახშირწყლების შემცვლელი პროდუქტი, რომელიც მიეკუთვნება პოლიოლების ჯგუფს. სორბიტოლი მიიღება გლუკოზისგან აღდგენის გზით. შაქრის შემცვლელად მის გამოყენებას განაპირობებს ტკბილი გემო (სიტკბო 0.5 შეესაბამება სუკროზას სიტკბოს 1.0-ს), ნელი შეწოვა სუკროზასთან შედარებით და ნაწილობრივ, ინსულინ-დამოუკიდებელი მეტაბოლიზმი. ჭარბად მიღების შემთხვევაში აღინიშნება მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა (ნაწლავის ფლორის მიერ ანაერობული მეტაბოლიზმის დროს წარმოქმნილი მეთანის გამო) და ოსმოსური დიარეა. ძალიან დიდი რაოდენობით სორბიტოლმა შეიძლება უჯრედების დაზიანება გამოიწვიოს. დიაბეტური რეტინოპათია და ნეიროპათია შესაძლოა დაკავშირებული იყოს დიდი რაოდენობით სორბიტოლის არსებობასთან თვალსა და ნერვულ უჯრედებში (იხ. შაქრის შემცვლელები).
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9