კონცეფცია აღებულია ექსპერიმენტული დიაბეტოლოგიიდან. გამოიყენება ცხოველებში პანკრეასის ბეტა უჯრედების გენეტიკური დეფექტის საჩვენებლად. პატარა მღრღნელებს, რომლებშიც ვლინდება სპონტანური დიაბეტი, მიეკუთვნება ჩინური ზაზუნა, თაგვი და ეკლიანი თაგვი. სხვა მღრღნელებში ვლინდება პერიფერიული დეფექტი, რომელიც იწვევს კუნძულოვანი უჯრედების რეაქტიულ ჰიპერპლაზიასა და ინსულინის სეკრეციის ზრდას. პატარა ცხოველები სპონტანური დიაბეტით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეტალური თერაპიული და პათოგენეზური კვლევებისათვის შაქრიანი დიაბეტის შესწავლისას და რჩება მეცნიერული დიაბეტოლოგიის განუყოფელ ნაწილად.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.