ბუნებრივი შაქრის შემცვლელი, დამატკბობელი. სტევეა ასტორია არის მცენარე, რომლის სამშობლოც სამხრეთ ამერიკაა. მისი ფოთლები ბუნებრივად ტკბილია, შეიცავს ტკბილი გემოს მქონე კომპონენტებს, რომლებსაც სტევიოლ გლიკოზიდები ეწოდება. დღესდღეობით 50 სტევიოლ გლიკოზიდი არის აღმოჩენილი (სტევეას ფოთოლი შეიცავს 9-ს). სტევეას არა აქვს კალორია, მოიხმარება საკვებსა და სასმელებში, რომელსაც მხარს უჭერს 200-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა; გაყიდვაშია ფხვნილის, ტაბლეტების და სითხის სახით, უძლებს თერმულ დამუშავებას.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.