იატროგენული დიაბეტის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც გამოწვეულია კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი, სისტემატური მიღებით. გლუკოკორტიკოიდების სპეციფიკური მოქმედება განაპირობებს ღვიძლსა და თირკმელში გლუკონეოგენეზის გააქტიურებას ამინომჟავების ხარჯზე, გლიკოგენის და ლიპოლიზის გაძლიერებას. ყველა ეს მექანიზმი მოქმედებს ინსულინის საწინააღმდეგოდ და მოითხოვს ინსულინის სეკრეციის გაზრდას. კორტიკოსტეროიდებით სისტემატური მკურნალობის პირობებში ხდება სუბკლინიკური დიაბეტის მანიფესტაცია.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.