მეტაბოლური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ინსულინს ან დაქვეითებულია პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ. კუნთოვანი, ცხიმოვანი ქსოვილები და ღვიძლი ვერ პასუხობს ინსულინის მიერ მოტანილ ინფორმაციას და საჭიროა ამ ჰორმონის უფრო მაღალი დონე ინფორმაციის სამიზნე ქსოვილებამდე/უჯრედებამდე მისატანად.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.