ტესტის სახელწოდებას განაპირობებს სულფანილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატი ტოლბუტამიდი. ტესტის მიზანია, გამოავლინოს გლუკოზისადმი პათოლოგიური ტოლერანტობა და დიაბეტის წინამორბედი მდგომარეობები. ტარდება გლუკოზისადმი ტოლერანტობის ინტრავენურად განსაზღვრასთან ერთად. გლუკოზის საწყისი დონის განსაზღვრის შემდეგ, 1000 მგ ტოლბუტამიდის ხსნარი შეიყვანება ვენაში 3 წუთის განმავლობაში და კვლავ ისინჯება გლუკოზის დონე 20 და 30 წუთის შემდეგ (პროცენტულად). ტოლბუტამიდის ტესტს აზრი აქვს, როდესაც უზმოდ გლუკოზის დონე ნორმას აღემატება. ტოლბუტამიდის ტესტი დღეისათვის იშვიათად გამოიყენება მას შემდეგ, რაც ორალური გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი იქნა მიღებული დიაბეტის ადრეული გამოვლენის სტანდარტად.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.