მიიღება მცენარეული ცხიმების ჰიდროგენიზაციის საშუალებით, რაც გულისხმობს უჯერი ცხიმების ხელოვნურ გაჯერებას. პროცესი მიმართულია გამძლე, ხანგრძლივი შენახვის ვადის მქონე ცხიმის შესაქმნელად. როგორც ვხედავთ, ტრანსცხიმები ცხიმების იმ ტიპს მიეკუთვნება, რომელიც ხელოვნური დამუშავების გზით არის შექმნილი და ორგანიზმისთვის საზიანოა. ტრანსცხიმები დიდი რაოდენობით შედის საკვების ისეთ სახეობებში, როგორიცაა: სწრაფი კვება; ძეხვეული; საკონდიტრო ნაწარმი; მაიონეზი და სხვ.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.