ავადმყოფობა, რომელსაც იწვევს ტრიქინელა (მრგვალი ჭიების კლასის პარაზიტი ჭია). ტრიქინელას ჭუპრის შემცველი უმი ან არასაკმაოდ შემწვარი და მოხარშული ხორცის მიღებიდან მესამე, მეოთხე დღეს ავადმყოფს აღენიშნება ძლიერი ფაღარათი, ღებინება, მუცლის ჭრა, ტემპერატურის მატება, კუნთების ტკივილი, ქუთუთოებისა და სახის შეშუპება, პერიფერიულ სისხლში მკვეთრად გამოხატული ეოზინოფილია.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.