ფილტვის პროგრესირებადი დაზიანება, რომლისთვისაც დამახასიათებელია მცირე კალიბრის სასუნთქი გზების ობსტრუქცია (ბრონქიოლიტი), პარენქიმის დაზიანება (ემფიზემა), პათოლოგიური ცვლილებები პულმონურ სისხლძარღვებში. ალვეოლური ერთეულის შემცირება იწვევს მათი ელასტიურობის დაქვეითებას, ამოსუნთქვის პროცესში სასუნთქი გზების ღიად დარჩენის უუნარობას და კოლაფსს, რომელიც მძიმე ფორმების დროს შეუქცევადია.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.