კუჭის კუნთების ან კუნთების მაკონტროლებელი ნერვების დაავადება, რაც იწვევს კუნთების მუშაობის შეწყვეტას. გასტროპარეზი იწვევს კუჭის მიერ საკვების არაადექვატურ „დაფქვას“. გასტროპარეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს წვრილი და მსხვილი ნაწლავის დამბლასთან. ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზი არის დიაბეტი. გასტროპარეზის დიაგნოსტირება ხდება კუჭის დაცლის კვლევის საშუალებით. ჩვეულებრივ, მკურნალობენ მედიკამენტებით, რომლებიც ასტიმულირებს კუჭის კუნთების შეკუმშვას.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.