C T

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფენ ფეო ფერ

ფეოქრომოციტომა

ფეოქრომოციტომა თირკმელზედა ჯირკვლების ქრომაფინური უჯრედებიდან წარმოქმნილი სიმსივნეა. იგი ჭარბად გამოიმუშავებს კატექოლამინებს – ჰორმონებს, რომლებიც არტერიული წნევის გაზრდასა და მთელ რიგ სიმპტომებს იწვევს. ფეოქრომოციტომების უმრავლესობა თირკმელზედა ჯირკვალში წარმოიშობა. მათი 10% ამ ორგანოებს გარეთ მდებარე ქრომაფინური უჯრედებიდან ვითარდება. თირკმელზედა ჯირკვალში არსებული ფეოქრომოციტომების მხოლოდ 5%-ია ავთვისებიანი, მაგრამ ეს პროცენტი მეტია სიმსივნის სხვაგან წარმოქმნის შემთხვევაში. ფეოქრომოციტომა მამაკაცებშიც და ქალებშიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ ყველაზე ხშირია 30-60 წლის ადამიანებში. მკურნალობა ოპერაციულია.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9