C T

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფოკ ფოლ ფოს ფოტ

ფოლიკულიტი

თმის ფოლიკულების ანთება. შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ თმიან საფარველზე, მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება თავის ქალის, სახისა და გავის თმის ფოლიკულებში. ძირითადი გამომწვევი მიზეზია ოქროსფერი სტაფილოკოკი. ანთება შემოისაზღვრება თმის ფოლიკულის ზედაპირული შრით. თუ ანთება თმის ფოლიკულების უფრო ღრმა შრეებში აღწევს, ვითარდება ფურუნკული. დიაბეტი, სებორიული ეგზემა, აკნე, ოფლიანობა, ასევე, ხელს უწყობს ფოლიკულიტის განვითარებას.

კანდიდოზური ფოლიკულიტი: იშვიათი ზედაპირული გამონაყარი, რომელიც გამოწვეულია სოკო კანდიდას მიერ იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში ან დიაბეტით დაავადებულ პირებში.

პუსტულარული ფოლიკულიტი: ფოლიკულიტი, რომლის დროსაც ხდება აბსცესური ინფილტრატის ფორმირება. მის განვითარებას ხელს უწყობს დიაბეტი, სებორიული ეგზემა, აკნე და კანის გადაჭარბებული ოფლიანობა.

Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9