ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ. ქალებში, მენსტრუალური ციკლის პირველ ნახევარში, FSH ასტიმულირებს საკვერცხეებში ფოლიკულების ზრდასა და მომწიფებას. იგი, ასევე, ასტიმულირებს ესტრადიოლის პროდუქციას. მამაკაცებში FSH სპერმის წარმოქმნას აძლევს სტიმულს და ხელს უწყობს ანდროგენის შემბოჭველი ცილების პროდუქციას.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.