ლიპიდების ერთ-ერთი ფრაქცია, რომელიც უზრუნველყოფს ქოლესტერინის გადატანას პერიფერიულ ქსოვილებსა და ორგანოებში. მას „ცუდ“ ქოლესტერინსაც უწოდებენ. სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დიდი კონცენტრაცია იწვევს არტერიებში ცხიმოვანი დეპოზიტების წარმოქმნას (ათეროსკლეროზი), რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლის მოძრაობას და ინფარქტის ან ინსულტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.