ლიპიდების ერთ-ერთი ფრაქცია, რომელიც უზრუნველყოფს ქოლესტერინის გადატანას პერიფერიული უჯრედებიდან ღვიძლში, სადაც ნაღვლის მჟავებად – არატოქსიკურ ეთერიფიცირებულ ფორმებად გარდაქმნის. მას „კარგ“ ქოლესტერინს უწოდებენ. მსლ-ქ მონაწილეობს დსლ-ქ-ს მოცილებაში, რაც ხელს უწყობს არტერიებში სისხლის თავისუფლად მოძრაობას.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.