კანის პათოლოგიური სიმშრალე. დიაბეტური ნეიროპათიის დროს ტერფის კანი შრება, ხშირად ჩნდება ნახეთქები და ნაკაწრები, საიდანაც ადვილად იჭრება ინფექცია. მისი განკურნება ძნელდება, განსაკუთრებით, ანგიოპათიის თანაარსებობისას, ხშირად ვითარდება ტერფის წყლული, განგრენა, რაც ამპუტაციის წინამორბედია.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.