ქრონიკული ენდოკრინული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ყველა სახის ნივთიერებათა (განსაკუთრებით, ნახშირწყლების) ცვლის მოშლა. გამოწვეულია კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის – ინსულინის – ნაწილობრივი ან სრული უკმარისობით. გამოყოფენ შდ-ის სამ ძირითად ტიპს: ტიპი 1, ტიპი 2 და გესტაციური დიაბეტი.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.