კლინიკურ პრაქტიკაში მნიშვნელოვანი და ინფორმატიული გამოკვლევა. შარდის ანალიზი კეთდება რაიმე დაავადების დიაგნოსტირების მიზნით და შემდგომ, მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად. შარდის საერთო ანალიზით განისაზღვრება მისი ფიზიკო-ქიმიური თვისებები (გამჭვირვალობა, pH, ხვედრითი წონა), ნალექის მიკროსკოპია და პათოლოგიური კომპონენტები (ცილა, შაქარი, კეტონური სხეულები, ყვითელი პიგმენტები, სისხლი).
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.