(ნეიროგენული ართროპათია, ნეიროპათიული ართროპათია)
სახსრის პროგრესირებადი დესტრუქცია, ზოგჯერ ძალიან სწრაფად ვითარდება იმის გამო, რომ ტკივილის შეგრძნება დაკარგულია და დაავადებულმა არაფერი იცის სახსრის დაზიანების ადრეული ნიშნების შესახებ. ზოგიერთი ნერვის დაზიანების დროს ადამიანი ტკივილს ვეღარ გრძნობს. ნერვების ამგვარ დაზიანებას იწვევს, მაგალითად: შაქრიანი დიაბეტი. ნერვის დაზიანებისას შესაძლებელია სახსრის მრავალჯერადი დაზიანება და მოტეხილობაც კი განვითარდეს – სათანადო შეგრძნების გარეშე. ტრავმა სახსრის ფუნქციის დარღვევამდე რამდენიმე წლით ადრე შეიძლება იყოს მიღებული. თუმცა, დისფუნქციის ნიშნების გამოვლენისას, სახსრის სრული დაზიანება უკვე რამდენიმე თვეში ვითარდება.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.