მეზენქიმიდან განვითარებული ცხოველური ორგანიზმის ქსოვილი, რომელიც საყრდენ-მექანიკურ, ტროფიკულ, დამცველობით და რეპარაციულ ფუნქციებს ასრულებს. აგებულებისა და ფუნქციების მიხედვით მრავალგვარია, ქსოვილის ამ ტიპს მიეკუთვნება ძვალი, ხრტილი, მყესი, ცხიმოვანი ქსოვილი, სისხლი, ლიმფა და საკუთრივ, შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც გარს აკრავს სხვადასხვა ორგანოს და მიჯნავს ერთმანეთისაგან.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.