აუცილებელია ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმისთვის, ხელს უწყობს უჯრედების მიერ ჟანგბადის მოხმარების ზრდას მწვავე და ქრონიკული ჰიპოქსიის დროს. B12 მონაწილეობს ტრანსმეთილირების და წყალბადის გადატანის პროცესებში, ააქტიურებს მეთიონინის სინთეზს, ხელს უწყობს ორგანიზმში პროტეინის სინთეზს და აქვს ანაბოლური ეფექტი. ლეიკოციტების ფაგოციტური აქტივობის გაზრდით და რეტიკულო-ენდოთელური სისტემის აქტივობის გააქტიურებით, ციანოკობალამინი აძლიერებს იმუნიტეტს.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.