თანდაყოლილი დაავადება, რომელიც ფილტვებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მძიმე დაზიანებას იწვევს. ზიანდება ოფლის, ლორწოს და საჭმლის მომნელებელი წვენების გამომყოფი უჯრედები. ისინი ძალიან ბლანტი ხდება და ჩვეული ფუნქციის შესრულების მაგივრად ახშობს სადინარებს, განსაკუთრებით, პანკრეასსა და ფილტვებში. ცისტური ფიბროზი დიაბეტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.