C T

ჯი ჯო
ჯირ

ჯირკვლები

ეპითელური ქსოვილისაგან შემდგარი ორგანოები, რომლებიც გამოიმუშავებს სხვადასხვა ფიზიოლოგიური დანიშნულების თხევად ნივთიერებებს – სეკრეტებს (მაგ., ლორწოს, ნერწყვს, ოფლს, კუჭის წვენს, ნაღველს და სხვ.) ან ინკრეტინებს (ჰორმონებს), რომლებიც უშუალოდ სისხლში გადადის. განასხვავებენ ეგზოკრინულ (საოფლე, სანერწყვე და სხვ.), ენდოკრინულ (თირკმელზედა, ფარისებრი და სხვ.) და შერეული ტიპის ჯირკვლებს (სასქესო, კუჭქვეშა ჯირკვალი), რომლებსაც გააჩნია შინაგანი და გარეგანი სეკრეცია.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9