მაგნიუმის დეფიციტი, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა დაავადებით; მაგ. შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სტრესი, აგრეთე, აღინიშნება ორსულებში, სპორტსმენებში, ბავშვებსა და მოზარდებში, ხანდაზმულებში. მაგნიუმის დეფიციტის დროს ვლინდება: დაღლილობა, სისუსტე, უმადობა, თავბრუსხვევა, ყაბზობა, „კრამპები“ (ე.წ. „კუნთის გაკვანძვა“), შფოთვები, თავის ტკივილი და სხვ.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.