C T

ჰე ჰი ჰო
ჰიდ ჰიპ

ჰიპოფიზი

თავის ტვინის ქვედა დანამატი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ჰიპოთალამუსის ქვეშ, თურქულ კეხზე. ჰიპოფიზი მომრგვალო-ოვალური ფორმის სხეულია, რომლის სიგრძეა 8-10 მმ, სიგანე 12-15 მმ, მასა 0,35-0,65გ. შედგება წარმოშობით და ფუნქციით მკაფიოდ განსხვავებული 2 ნაწილისგან. წინა წილი გამოიმუშავებს სომატოტროპულ, თირეოტროპულ, გონადოტროპულ ჰორმონებს. ჰიპოფიზის წინა წილი გამოყოფს, აგრეთვე, ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს, ასტიმულირებს კორტიკოიდების წარმოქმნას. ჰიპოფიზის უკანა წილი მონაწილეობს ნეიროსეკრეციაში – ვაზოპრესინისა (ანტიდიურეზული ჰორმონი) და ოქსიტოცინის (საშვილოსნოს კედლის შეკუმშვის მასტიმულირებელი ჰორმონი) გამომუშავებაში, რომლებიც ჰიპოთალამუსის ნეირონებში წარმოიქმნება არააქტიური სახით, გადადის ჰიპოფიზში და ე.წ. რილიზინგ-ფაქტორების მეშვეობით გადაინაცვლებს სისხლში. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონებს ამჟამად სხვა ფუნქციებსაც მიაწერენ, კერძოდ, ვარაუდობენ, რომ ვაზოპრესინი და განსაკუთრებით, ოქსიტოცინი ნერვულ მედიატორებს წარმოადგენს.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9