C T

გა გე გვ გი გლ გრ გუ
გლა გლი გლო გლუ

გლიკემიური ინდექსი

abbr. (გი)
მაჩვენებელი, რომელიც ასახავს, თუ რა სიჩქარით ხდება ამ თუ იმ პროდუქტის დაშლა და მისი გლუკოზაში გადასვლა. რაც უფრო სწრაფად ხდება პროდუქტის დაშლა, მით უფრო მაღალი გი ახასიათებს მას. გი-ის ეტალონად მიღებულია გლუკოზის გი, რომელიც უდრის 100-ს. დანარჩენი პროდუქტების გი-ს ადარებენ გლუკოზის გი-ს. მიზანშეწონილია მაღალი გი-ს მქონე პროდუქტების შეცვლა დაბალი ან საშუალო გი-ს მქონე პროდუქტებით. დაბალი გი ნაკლებია 55-ზე; საშუალო გი 55-69; მაღალა გი მეტია 70-ზე; ძალიან მაღალი გი მეტია 100-ზე. გი ნაკლებია 15-ზე – ეს პროდუქტები, პრაქტიკულად, არ იწვევს სისხლის შაქრის მატებას.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9