ეს არის დაავადებათა ჯგუფი, რომელიც მოიცავს გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა გართულებას. ყველაზე გავრცელებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია: გულის კორონარული დაავადება – გულის კუნთის მომმარაგებელი სისხლძარღვების დაავადება; ცერებროვასკულური დაავადება – თავის ტვინის მომწოდებელი სისხლძარღვების დაავადება; პერიფერიული არტერიული დაავადება – იმ სისხლძარღვების დაავადება, რომლებიც კიდურებს ამარაგებს; გულის რევმატული დაავადება – სტრეპტოკოკური ბაქტერიით გამოწვეული გულის კუნთისა და გულის სარქველების დაზიანება რევმატიული ცხელებით; გულის თანდაყოლილი დაავადება – თანდაყოლილი დეფექტები, რომლებიც გავლენას ახდენს გულის ნორმალურ განვითარებასა და ფუნქციონირებაზე; ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია – სისხლის შედედება ქვემო კიდურების ვენებში, რომელიც შეიძლება გულსა და ფილტვებში გადავიდეს.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.