საკმაოდ სპეციფიკურია შაქრიანი დიაბეტისთვის. პემფიგუსი/ბულა უფრო ხშირია დეკომპენსირებული დიაბეტის დროს. კლინიკურად ვლინდება დამწვრობის ბუშტუკების მსგავსი ბუშტუკების გაჩენით. ეს ბუშტუკები შეიძლება გაჩნდეს ხელებზე, წინამხარზე, ტერფებზე და წვივებზე. დიაბეტური ბუშტუკები უმტკივნეულოა, სისხლში შაქრის ნორმალიზების შემდეგ შეიძლება თავისთავად გაქრეს; მაგრამ მდგრადი ჰიპერგლიკემიის ფონზე იწვევს დაწყლულებას და ხშირად ხდება განგრენის და ამპუტაციის მიზეზი.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.