(DPP, 1998-2001, National Institute of Diabetes and Digestive and Kindney Diseases)
კვლევის ყველა მონაწილეს ჰქონდა გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა და ჭარბი წონა. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაბალ-ცხიმოვანი/დაბალ ნახშირწყლოვანი დიეტის და საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობის (მაგ. 30 წთ, კვირაში 5 დღე ფეხით სიარული) ფონზე დაკარგეს სხეულის წონის 5-7%, 58%-ით შეუმცირდათ ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი. ტაბლეტირებული ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ფონზე კი რისკი შემცირდა 31%-ით.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.