დიაბეტური კეტოაციდოზი დიაბეტის მძიმე გართულებაა, რომლის დროსაც ორგანიზმში ჩნდება კეტონ-მჟავების დიდი რაოდენობა. დიაბეტური კეტოაციდოზი ორგანიზმის მიერ ინსულინის არასაკმარისი წარმოქმნის შედეგია. ინსულინი ნორმაში არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, გლუკოზა კი უჯრედული ენერგიის მთავარი წყაროა. ინსულინის გარეშე ორგანიზმი, ენერგიის მისაღებად, იწყებს ცხიმების დაშლას; დაშლის პროცესში წარმოიქმნება ტოქსიური მჟავები, კეტონები, რომლებიც იწვევს დიაბეტურ კეტოაციდოზს.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.