აერთიანებს დიაბეტით გამოწვეულ თირკმლის დაზიანების სხვადასხვა ფორმას. დიაბეტი აზიანებს თირკმლის ფილტრაციის სისტემას (გორგლებს და მილაკებს) და მის მკვებავ სისხლძარღვებს. ნეფროპათია დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა. ხანგრძლივი ანამნეზის მქონე პირებს შეიძლება განუვითარდეთ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.