წარმოიქმნება ზეთებისა და ცხიმების ჰიდროლიზით. თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების დონე დამოკიდებულია დროზე, ტემპერატურაზე და ტენიანობაზე. ვინაიდან თავისუფალი ცხიმოვანი მჟავა ნეიტრალურ ზეთთან შედარებით ნაკლებად სტაბილურია, უფრო მიდრეკილია ჟანგვისკენ. ამრიგად, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა არის არსებითი მახასიათებელი, რომელიც დაკავშირებულია ზეთებისა და ცხიმების ხარისხთან და კომერციულ ღირებულებასთან.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.